ჯაბა ჯიშკარიანი საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში მოსახლეობას შეხვდა და ბიუროში შესული განცხადებები განიხილა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული განცხადებები სხვადასხვა თემატიკისაა, თუმცა უმეტესობა სოციალური ხასიათისაა და ინფრასტრუქტურულ, საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს. ,,ტრადიციულად, ოთხშაბათობით ბიუროში მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ვხვდები, თუმცა, ამავდროულად, მოქალაქეებს საკრებულოშიც ვღებულობ.
ასევე, ადგილზე ვათვალიერებ და ვეცნობი რაიონში არსებულ პრობლემებს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი, ცხადია, პრობლემები მეტი სიმწვავით იჩენს თავს. ჩემი უპირველესი ამოცანაა, ამ ადამიანებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მათი პრობლემების რაც შეიძლება გონივრულ ვადებში გადაჭრაა’’,-განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
დეპუტატი მოქალაქეებს პრობლემებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის საფუძველზე უგვარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები