ჟურნალმა „თაიმმა“ „წლის ადამიანად“ ანგელა მერკელი დაასახელა

ჟურნალმა „თაიმმა“ „წლის ადამიანად“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ჟურნალის მთავარი რედაქტორის ნენსი გიბსის განცხადებით, მიმდინარე წელს მერკელმა აჩვენა, რომ ის ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს უმკლავდება, რომელთა შორის არის ევროპის საბანკო კრიზისი, ევროკავშირში ლტოლვილების ნაკადი, ასევე პარიზში მომხდარი ტერაქტი. გამოცემის აზრით, ყველა ამ პრობლემის გადაჭრაში მერკელი აქტიურად მონაწილეობდა. „წლის ადამიანის“ კანდიდატთა სიაში წელს, მერკელის გარდა, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები – ვლადიმერ პუტინი და ჰასან როუჰანი, ასევე მილიარდერი დონალდ ტრამპი და „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ ბაღდადი შევიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები