სირიელი ამბოხებულები ჰომსიდან გადიან

სირიელმა ამბოხებულებმა მათ მიერ დაკავებული ქალაქ ჰომსის ბოლო რაიონი დატოვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქალაქიდან გასვლა მათსა და სამთავრობო ძალებს შორის შეთანხმების მიხედვით მოხდა.
დიდ ბრიტანეთის სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ჰომსიდან ამბოხებულებით და რაიონის მაცხოვრებლებით სავსე ავტობუსები გავიდნენ. სულ დღის ბოლომდე ჰომსს 750 ადამიანი დატოვებს. ვაერი ჰომსის ერთადერთი რაიონი იყო, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ძალებმა ქალაქის დიდი ნაწილი 2014 წლის მაისში დატოვეს. ეს შეთანხმება დეკემბრის დასაწყისში იყო მიღწეული. შეთანხმების მიხედვით ამბოხებულებმა თავიანთი პოზიციები ორი თვის განმავლობაში უნდა დატოვონ და იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლონ. ჰომსი კი, რომელსაც „რევოლუციის დედაქალაქს“ უწოდებდნენ, სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ გადავა. სანაცვლოდ სამთავრობო ძალები ჰომსის დაბომბვას შეწყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები