ტაჯიკეთის პარლამენტმა ემომალი რახმონი ერის ლიდერად გამოაცხადა
ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი „მშვიდობისა და ერთიანობის, ერის ლიდერის“ შესახებ. კანონის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ერის ლიდერად გამოცხადდა „გადამრჩენის ისტორიული მისიის შესრულებისთვის“. 16-პუნქტიანი კანონი დღევანდელი პრეზიდენტის სტატუსს დაარეგულირებს მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეთაურის თანამდებობას დატოვებს. ეს ტატუსი, კერძოდ, ემომალი რახმონს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს. დოკუმენტი „ერის ლიდერის მიმართ პატივისცემის რეგლამენტსაც ადგენს“. ტაჯიკეთში ასევე შეიქმნება ბიბლიოთეკები და მუზეუმები, რომლებშიც ემომალი რახმონის ცხოვრებაა ასახული. 63 წლის რახმონი ტაჯიკეთის ლიდერი 1992 წლიდან არის.