შოიგუმ პუტინს ჩამოგდებული „სუ-24-ის“ „შავი ყუთი“ აჩვენა (ვიდეო)

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტთან – ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდებული „სუ-24“-ის „შავი ყუთი“ მიიტანა. თავდაცვის მინისტრის თქმით, „ბანდიტებმა, რომლებმაც რუსი პილოტი დახვრიტეს, თვითმფრინავის ნამსხვრევებამდე ვერ მიაღწიეს“.
„მათ ჩამოგდებულ თვითმფრინავს ვერაფერი ვერ მოხსნეს. ჩვენ პარამეტრების ჩამწერი აღმოვაჩინეთ, რომელიც მე აქ მოვიტანე“, – განაცხადა შოიგუმ.
პუტინმა სთხოვა შოიგუს, რომ „შავი ყუთი“ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიხსნას.
„რამდენადაც მე ვხვდები, პარამეტრების ჩამწერი საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ თვითმფრინავის მოძრაობის სრული ტრაექტორია, მისი აფრენიდან ჩამოგდების მომენტამდე. ეს ყუთი მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით უნდა გაიხსნას და ეს ყველაფერი დაფიქსირდეს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ სირია-თურქეთის საზღვარზე 24 ნოემბერს ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები