მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქეს მარიხუანა აღმოუჩინეს
„სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო – გამშვებ პუნქტზე მარიხუანის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს სომხეთის მხრიდან შემოსული მსუბუქი ავტომობილი, მისი მძღოლი, სომხეთის მოქალაქე ა.კ., და მძღოლის კუთვნილი ბარგი და 4,66 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის მარნეულის რეგიონალური სამმართველოს სადახლოს განყოფილებას.