ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშებელობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშებელობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მშენებელი ხიდიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და სამართალდამცველები.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მხულის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.