გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმის განხილვა ხვალ განახლდება. პროცესი 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული. ხვალ მოკლული ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დაიკითხება და მასთან ერთად ბრალდების მხარის სხვა მოწმეებიც. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის პროკურატურამ დაჰკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილი, რომელიც, გამოძიების მასალებით, მკვლელობის დროს გიორგი ოქროპირიძესთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები