ვალეს საბაჟოდან ნარკოტიკის შემოტანას ცდილობდნენ

    60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის Chlordiazepoxide-ის შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო -გამშვებ პუნქტში „ვალე“. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის, ა.მ.-ის, კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საქმე  რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები