რუსეთმა სამხედრო თანამგზავრი დაკარგა

რუსეთმა „კოსმოსის“ ტიპის თანამგზავრი დაკარგა, რომელიც ორბიტაზე ვერ გავიდა. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, თანამგზავრი სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რაკეტა „სოიუზ-2.1“ პლესეცკის კოსმოდრომიდან 5 დეკემბერს აფრინდა. რაკეტას ორბიტაზე სამხედრო დანიშნულების ორი თანამგზავრი უნდა გაეყვანა, მაგრამ ერთ-ერთზე „უშტატო სიტუაცია“ შეიქმნა და ის ორბიტაზე ვერ გავიდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, თანამგზავრ „კანოპუსის“ დანიშნულება, რომელიც ორბიტაზე ვერ გავიდა, წყალქვეშა ნავებზე თავალთვალი იყო. ავარიის შემდეგ ფრენის ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ავარიულ თანამგზავრს ატმოსფეროში შეიყვანდნენ და გაანადგურებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები