“თუ მედიკამენტი ინდური წარმოებისაა, ეს არ ნიშნავს, რომ უხარისხოა”

ქვეყანაში მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს…
ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას აანონსებს, რამაც მედიკამენტების გაიაფებას შეუწყოს ხელი. შ.პ.ს. „ნეოფარმის“ მარკეტინგული ჯგუფის მენეჯერი ირმა მელაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას მიიჩნევს.  ამასთან, საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, მითს უწოდებს.
„როგორც ასეთი, ჯენერიკის განმარტების კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა მომხმარებელისთვის განვმარტავ, რომ ეს არის მედიკამენტი, რომლის მოქმედი ძირითადი ნივთიერება იდენტური და ეფექტურია, რაც ბრენდული პრეპარატის. მათ შორის, დოზირება, შემადგელობა თუ ფარმაკოლოგიური შედეგიანობა ანალოგიურია. განსხვავება ბრენდსა და ჯენერიკს შორის  სახელწოდებასა და მწარმოებელ ქვეყანაშია. ინსტრუქციებსაც რომ გადავხედოთ, ზუსტად ემთხვევა აღნიშნული თვისებები და ფარმაცევტული მაჩვნებლები ერთმანეთს. მაგალითად,  ავიღოთ აზიტრომიცინი, რომელიც  ძირითადი ნივთიერებაა და აღნიშნული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოდის სხვადასხვა დასახელებით,“ – განმარტავს ირმა მელაძე.
მისივე განცხადებით, მითია ის, რომ ყველა ინდური და ქართული წარმოების წამალი უხარისხოა.
„ზოგადად, განწყობაა საზოგადოებაში – არ სურთ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტები. ესეც  დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც უნდა შეიცვალოს.  თავად მიმიღია ინდური პრეპარატი და შედეგით კმაყოფილი ვყოფილვარ. ასევე, მიმიღია ევროპული წარმოების მედიკამენტი და შედეგი არაეფექტური ყოფილა.  ესეც ინდივიდუალურია. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, პრეპარატიც ინდივიდუალურად მოქმედებს. თუმცა თუ  მედიკამენტი ჩინური, ინდური ან თურქულია, ეს  არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ევროპული წარმოების, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ეს უკვე ქარხანაზეა დამოკიდებული, რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს,“ – განაცხადა ირმა მელაძემ.

აღნიშნულ თემას, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელმძღვანელი გიორგი ძნელაძე გამოეხმაურა: მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით დაიწყო, ვფიქრობ მიზანმიმართული და აუცილებელიაპრევენციისა და დაავადებების ნაადრევი გამოვლენის გარეშე გამართული ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს არცერთ ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტად მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს ასახელებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა აქ მთავარი მაინც პრეპარატის ხარისხია. მკურნალობა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების გარეშე ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უმეტეს, დაბალი სოციალური ფენისთვის.“

ძნელაძე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ გამოსავალს, რომელიც ჯენერიკებზე ორიენტაციის აღებას ითვალისწინებს მიაესალმება, თუმცა საფრთხეებსაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია: ყველას და მათ შორის, სოციალურად დაუცველ ფენას საქართველოში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ღირსეული და ხარისხიანი მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომი მათთვისაც უნდა იყოს. ხარისხიანი ჯენერიკები არანაკლებ ეფექტური და სანდოა. რისთვის არსებობს წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტო? სწორედ ეს უწყება უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში ნებისმიერი გაყიდვაში არსებული წამლის ხარისხსა და სანდოობაზე, იქნება ეს ინდური, თურქული, ევოპული თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული წამალი. მედიკამენტის ხარისხის უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს პრეროგატივაა და პასუხისმგებლობაც მან უნდა აიღოს.“

პაციენტმა არ  იცის რა არის ჯენერიკი და იმ მედიკამენტს ყიდულობს, რასაც ექიმი უწერს. ჯენერიკ მედიკამენტების მიმართ სანდოობის საკითხს რუსთავის კლინიკის „ოჯახის ექიმი“ –ს დამფუძნებელი ზურაბ ნონიაშვილი გამოეხმაურა:

ჯენერიკების და ბრენდული მედიკამენტების  თემა დღეს აქტულურია.ვფირქობ, ეს უფრო კომერციული მხარეა. აქ ფული უფრო თამაშობს გადამწყვეტ მნიშვნელობას. მოსახლეობას დიდი ინფორმაცია არ გააჩნია და რასაც ექიმი გამოუწერს, იმ პრეპარატს ყიდულობს. დანარჩენი კი მედიკოსთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.“ რაც შეეხება ჯენერიკების მიმართ სანდოობას, ნონიაშვილი ამ შემთხვევაში უფრო მწარმოებელს კომპანიას, ქარხანასა და ქვეყანას ენდობა.

ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების  საკითხს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს  ,,ახალგაზრდა რეფორმატორები“ის ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმაურება: ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს მივესალმები და მხარს ვუჭერ. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მიუხედავად დღეს, ძირითადი დაწოლა ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზეა. სრულფასოვანი გეგმიური გამოკვლევების ჩატარება საჭიროა მოსახლეობისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ეს  ექიმთან ვიზიტის კულტურის დამკვიდრებას უკავშირდება, რაც გარკვეული პრობლემების გამო დღემდე ქვეყანაში დაბალ დონეზეა. სახელმწიფომ ყველანაირად უნდა იზრუნოს, რომ თითოეული მოქალაქის ყურამდე მივიდეს ინფორმაცია. ასევე საჭიროა რეგიონებში ამბულატორიების აღჭურვა და .“.
რამდენად შეძლებს ჯენერიკების სეგემენტის გაფართოება ფარმაცევტულ  ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირებასა და  მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაწყვეტას, ირაკლი ღლონტი აღნიშნავს: ბაზარი დღეს მონოპოლიზებულია. ზოგადად ბაზარზე აბსოლუტურად არ უნდა ერეოდეს ხელისუფლება, თუმცა მედიკამენტების ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს პრეროგატივაა. ის უნდა იყოს სანდო და უსაფრთხო. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი დიდია რეგულაციის საკითხში, რათა კორუფცია იქნას თავიდან არიდებული. როგორ წარმოგიდგენიათ, ორისამი კომპანია, რომელიც დღეს დომინანტია ფარმაცევტულ ბაზარზე, რამდენად გაუწევს მათ კონკურენციას ახალი ჯენერიკები. წამლის კონტროლის სააგენტო რეალურად მათ ვერ უწევს კონტროლს გარკვეული კორუფციული მექანიზმების არსებობიდან გამომდინარეჩემთვის არ არის ცნობილი, დღეს ბაზარზე შემოდის თუ არა ინდური წარმოების პრეპარატები, მაგრამ რაც ვიცი გეტყვით, რომ ხარისხის კონტროლის პრობლემა არსებობს, ეს პრობლემა გვაქვს ქვეყანაში და სწორედ მისი დარეგულირება არის საჭირო, ამ ყველაფრის შემდეგ ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ ჩამოყალიბდება შესაბამისი ნდობაც და პრაქტიკაშიც უფრო მეტად იქნება გამოყენებული, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები