სპორტის სასახლესთან რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს

საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა და მანქანაში არსებული ნივთები. წინასწარი ცნობით, ინფორმაციით, გაქურდეს 4 ავტომობილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები