კახა კახიშვილი: პატრიარქს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება

პატრიარქს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.
“მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი, ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი – “ჩემი მძევალი ანგელოზები” ნახა, მსჯავრდებულები დააჯილდოვა და განაცხადა:
“ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები