ყაბარდო-ბალყარეთში დეპუტატი მოკლეს
რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპულიკაში ადგილობრივი პარლამენტის წევრი ხადის ბოტაევი მოკლეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებში განუცხადეს.
„ყაბარდო-ბალყარეთის პარლამენტის დეპუტატი, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ქირურგი ხადის ბოტაევი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს“, – განუცხადეს „ინტერფაქსს“ რესპუბლიკის პოლიციაში. ამ ინფორმაციის მიხედვით მოკლულს ცეცხლსასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოტაევი ყაბარდო-ბალყარეთის პარლამენტში შარშან პარტია „ედინაია როსიას“ სიით აირჩიეს.