აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი გაჩნდა

კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ კომპანია „სოკარის“ პრესსასამხური იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მწყობრიდან გამოვიდა მილსადენი, რამაც გაზის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. პლატფორმაზე 84 მუშა იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის შემდეგ მასთან სახანძრო გემი გააგზავნეს, მაგრამ ძლიერი ცეცხლის გამო მან პლატფორმასთან მიახლოება ვერ შეძლო. პლატფორმის თანამშრომელთა ბედზე არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები