ჯონ ლენონის გიტარა აუქციონზე 910 ათას დოლარად გაიყიდა

ელექტროგიტარა Rickenbacker, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფ „ბითლზის“ დამაარსებელსა და სოლისტს ჯონ ლენონს ეკუთვნოდა, Julien’s Auctions-ზე 910 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ აუქციონის ინფორმაციის მიხედვით, ლენონმა ამ გიტარაზე პირველად 1964 წლის საშობაო კონცერტებზე იმღერა, ხოლო 1968 წელს ინსტრუმენტი „ბითლზის“ სხვა მონაწილეს, რინგო სთარს აჩუქა.
მთლიანად ვაჭრობაზე 800 ნივთი გაიტანეს, რომლებიც რინგო სთარის ოჯახს ეკუთვნოდა. ასე, მაგალითად, Ludwig Oyster-ის ფირმის დასარტყამი ინსტრუმენტი, რომელზეც რინგო სთარი უკრავდა, 2,2, მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები