თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა
თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობამ განაცხადა, რომ 150-მა თურქმა სამხედრო მოსამსახურემ თურქეთ-ერაყის საზღვარი გადალახა და ქალაქ მოსულთან განთავსდა. მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დაიკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები ამ რაიონში ტანკების და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკის თანხლებით განთავსდნენ. ამ სამხედროებმა ის ჯგუფი უნდა შეცვალონ, რომლებიც ამ რეგიონში ორი წლის წინ ქურთი მოხალისეების მოსამზადებლად გააგზავნეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თურქეთი ერაყელ ქურთებს მხარს უჭერს, ხოლო სირიელ ქურთებს მტრებად მიიჩნევს.