მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხავენ

   მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ამ წუთებში გამომძიებლები ჰკითხავენ. დავით ჭედია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში “სინათლის ქალაქის” პროექტთან დაკავშირებით დაიბარეს. მერიის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ პროექტში მოქალაქეების ნაწილი კანონდარღვევით იყო დასაქმებული.
დაკითხვის დასრულებას საგამოძიებო უწყების შენობის წინ მერიის თანამშრომლები და საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები