პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

 საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, არსებული და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ესწრებიან.
უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრებიდან არ ესწრებიან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები