კახა კალაძე: ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება

ვიცე-პრემიერმის და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით საქართველოს მოსახლეობას ზამთარში არანაირი გრაფიკი არ დაუწესდება და ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივად უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიებმა ყველა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაატარეს. “არანაირი პრობლემა არ გვაქვს ზამთართან დაკავშირებით. კომპანიებმა ყველა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა, რომ ქაოსი შემოეტანა, თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე”, – განაცხადა კალაძემ. მინისტრის თქმით, ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები