სეულში „აეროფლოტის“ თვითმფრინავს მეხი მოხვდა

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავს სამხრეთ კორეის დედაქალაქში დაშვებისას მეხი მოხვდა. ამის შესახებ სააგენტო “ტასი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. „მეხი მოსკოვიდან მიმავალ კომპანია „აეროფლოტის“ ლაინერ А330-ს მოხვდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ორი საათის შემდეგ თვითმფრინავი „შერემეტიევოს“ აეროპორტში განრიგის მიხედვით გაფრინდა“, – განუცხადა სააგენტოს სეულის აეროპორტის წარმომადგენელმა.
მისი ინფორმაციით, მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება და თანამედროვე თვითმფრინავები მეხსაწინააღმდეგო სისტემებით არის აღჭურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები