„ფიქრის ფორმის მანიფესტი – გზა გაქრობისკენ“- გამოფენა გაიმართება

4 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტამბოლში KUAD Gallery-ში გამოფენა „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გზა გაქრობისკენ“ გაიმართება. გამოფენა, რომლის ფარგლებშიც, ძირითადად, საქართველოსა და უკრაინაში დაბადებული ახალგაზრდა და შუა თაობის ქალი არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს კიევისა და თბილისის წინააღმდეგობრივ ისტორიებსა და რეალობას. მრავალ მხარეს მიმავალი ბილიკები, ზეგავლენები და კონფლიქტები, რომლებიც ქნიან ისტორიებს – ახალგაზრდა და შუა თაობის არტისტების დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ, აისახება წარმოდგენილ ნამუშევრებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და უკრაინის როლს, როგორც მედიატორების ევროპულ და აზიურ კულტურებს შორის; ნამუშევრები გამომდინარეობს შემდეგი კონტექსტიდან – პოსტსაბჭოთა რეალობა და გამორიყვა ევროპული კონტექსტიდან „სხვები“; ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგობრიობა და ევროპის კრიზისის რეალობები; ადგილობრივი რეალობისა და ტრადიციის გენდერული კონტექსტუალიზაცია; ტერიტორიული არასტაბილურობის და ძალაუფლებაზე ჰეგემონური პრეტენზიების უგულებელყოფა და „ერების“ კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენა – ამის ფორმულირებას ახდენს პროექტი; „ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა“ შექმნილ კონსტრუქციებში აისახება, ის მოგვითხრობს უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიებზე საუკუნეების მანძილზე მიმდინარე მოვლენებზე; სიცრუის ზღვარზე განვითარებული კულტურული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაზე, იდეოლოგიური და ეკონომიკური ზეწოლისაგან ადგილობრივი მაცხოვრებლების თავდაცვის მცდელობაზე. გამოფენა 2015 წლის სტამბოლის ბიენალეს პარალელური პროგრამის ნაწილია და 2015 წლის კიევის ბიენალეს „კიევის სკოლის“ განყოფილებას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები