რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ბიუროში 45 მოქალაქე მიიღო
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მოსახლეობასთან ტრადიცული მიღება გამართა და სამაჟორიტარო ბიუროში 45 მოქალაქე მიიღო.
რიმა ბერაძის თქმით, მოსახლეობა საკრებულოს წევრს, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, მიწის ლეგალიზაციის, ასევე საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და მედიკამენტებით დაფინანსების თხოვნით მიმართავს. დეპუტატმა არსებული პრობლემების კანონის ფარგლებში მოსაგვარებლად მუდმივი მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებთან მისი შუამდგომლობის საფუძველზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდა.