“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია.
ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ თურქეთში ძალიან გააქტიურდება სამუშაოები და მალე მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქეთში ძალიან გააქტიურდება სამუშაოები ამ მიმართულებით და საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ დასრულებულ პროდუქტს“, – განაცხადა მინისტრმა. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.