თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ დაირღვა თურქეთის საჰაერო სივრცე

„თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობების ესკალაციის მიუხედავად, ომის საფრთხე არ არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალური ანკარა განაგრძობს მცდელობებს, რომ პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს მოსკოვთან ვითარების განმუხტვის მიზნით.
„ომის საფრთხე არ არსებობს. ინციდენტი ახალი მომხდარია, თუმცა არა მგონია, რომ ეს ეტაპი დიდხანს გაგრძელდება. თურქეთი კრიზისის დეესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. მომხდარი ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, თუმცა ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ დაირღვა თურქეთის საჰაერო სივრცე. ინციდენტის შემდეგ კი რუს კოლეგებთან დაკავშირება ვცადეთ, რასაც ისევ განვაგრძობთ. ვფიქრობ, აუცილებელია დიალოგი, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს“,- დასძინა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები