იან კელი: ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, რითაც ვეხმარებით საქართველოს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრება.
როგორც ელჩი აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უამრავი პროგრამა, რითაც ეხმარება საქართველოს, რომ მიაღწიოს ინკლუზიურ საზოგადოებას.
“ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, რითაც ვეხმარებით საქართველოს, რომ მიაღწიოს ინკლუზიურ საზოგადოებას, ანუ ისეთ საზოგადოებას, სადაც თითოეული მოქალაქე თავს სრულფასოვან და სრულყოფილ წევრად იგრძნობს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.