დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დასტაბილურდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განმარტა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დასტაბილურდეს.
“კვლავ გავიმეორებ, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობლებს შორის სიტუაცია დასტაბილურდეს და არანაირი ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ გავლენები დავთვალეთ, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ვერ ვხედავთ, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმუშაოს ჩვენს ეკონომიკაზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.