დიმიტრი ქუმსიშვილი: კონკურსში მონაწილე კომპანიებს საბოლოო განაცხადის წარსადგენად ვადა მიეცათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური კომპანიის პრეზენტაციას ესწრება. შეხვედრაზე აზიის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზეა საუბარი.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთში 8 დეკემბერს შედგება. მისივე განცხადებით, კონკურსში მონაწილე კომპანიებს საბოლოო განაცხადის წარსადგენად ვადა მიეცათ. “ანაკლიასთან მიმართებაში მინდა მოგახსენოთ, რომ კომპანიებს წინა კვირის პარასკევს გაეგზავნათ მოთხოვნა, საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზების შემოტანის შესახებ. მათ მიეცათ გარკვეული ვადა. ამ ვადაში უნდა წარმოადგინონ საბოლოო და საუკეთესო წინადადებები. ვიმედოვნებთ, რომ ჩემი ჩინეთში ყოფნის დროს, ჩვენ მოვახერხებთ გამარჯვებულის გამოცხადებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩინეთში უნდა მოხდეს, თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების გახსნა და დაწყება იქნება. ამაზე ჩვენ მოვაწერთ ხელს”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები