მარნეულში 17 წლის გოგონა მოკლეს – მკვლელობა გახსნილია

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული იაგო წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 19 მარტს მოკლა მეზობელი, 1997 წელს დაბადებული მანანა ნ. და ცხედარი გადამალა. სამართალდამცველებმა მოკლული გოგონას ცხედარს მომხდარიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ოპერატიული მოქმედებების შედეგად იაგო წ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები