ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ასეთი დონის კონფერენციებში

ჩვენ დავდექით იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც საჭიროა, ისევე გავერთიანდეთ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, როგორც ტერორიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21), რომელსაც პარიზი მასპინძლობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამ მიმართულებით ყველა საჭირო ღონისძიებას თუ რეფორმას ახორციელებს.
„სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის იმ საკითხების მნიშვნელობა, რომელზეც დღეს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ვიმსჯელეთ – ეს არის გლობალური დათბობა და კლიმატური პირობები. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ასეთ საკითხებს არ აქცევდნენ ყურადღებას. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი და გავსაუბრებოდი მსოფლიოს ლიდერებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ასეთი დონის კონფერენციებში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები