თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან აქცია „არ მოჭრა საღი ხე, მოჭერი ხმელი ხეები და დარგე გონივრულად“ – გაიმართა.
„პარტიზანული მებაღეობა თბილისის” წარმომადგენლების განცხადებით, შინდისის გზაზე 400 საღი ხის მოჭრაზე ნებართვა გაიცა და სამუშაოები იწყება.
აქციას, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამწვანების საქალაქო სამსახურს არ გააჩნია ფინანსური რესურსი გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემა და მიმართავს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაერთოს საკითხის მოგვარებაში.
შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გამართვას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები