რიმა ბერაძე უფასო სასადილოების თემაზე მორიგ განმარტებას აკეთებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მომზადებულ იმ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც თავად დეპუტატი აცხადებს, რომ 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია.
რიმა ბერაძის ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სწორედ ამის გამო დეპუტატი დღეს განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.
„რუსთავი 2″-ზე გასულმა გუშინდელმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთჯერადად კვებას ცხელი სადილით, სადაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია 1. 18 თეთრი, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.
ამასთან დაკავშირებით, თქვენ გეძლევათ საშუალება გაეცნოთ მენიუს, რომელშიც სრულად არის მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა.
ვცდილობთ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა“, – ნათქვამია რიმა ბერიძის მერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერიძემ გუშინ განაცხადა, რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია.
rima

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები