დეპუტატი მედეა ვასაძე დაკითხვაზე დაიბარეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე დაკითხვაზე ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს შენობაში 11 საათზე გამოცხადდა. დეპუტატის განმარტებით, გამოძიებას კითხვები, სავარაუდოდ, სამუფთოს რეზიდენციის შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან დახარჯულ 4,5 მილიონ ლართან დაკავშირებით აქვს.
მისი თქმით, კითხვებს არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც დაუსვამენ.
„დაკითხვა ეხება კონკრეტულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ცენტრლური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,5 მილიონი ლარით შესყიდული ქონების შეუსაბამობასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს ქონება არის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემული. საუბარია 2 შენობაზე, რომელშიც გადახდილია 4,5 მილიონი ლარი“, – განაცხადა მედეა ვასაძემ დაკითხვამდე.
ამ საკითხებზე მოკვლევის დაწყების თხოვნით დეპუტატმა ვახტანგ გომელაურს 3 თვის წინ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები