ბიძინა ივანიშვილი: ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის არჩევას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.
როგორც თემის კომენტირებისას ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა განაცხადა, იგი შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცების ფაქტს, დადებითად აფასებს.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც ძალიან აკრიტიკებდნენ, თუ როგორი წესით აირჩია პროკურორი, თუმცა ამას მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ იმასაც, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო… ამ პროცერსში მთავარი გახლავთ ის, რომ ეს კაცი არჩეულია და მას ექვსი წელი ვერავინ ვერ შეეხება თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ პროცესები რაც მიდის საქართველოში და ის რაც მოხდა დღეს არის ძალიან სწორი, მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
პარლამენტმა გუშინ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები