მანანა კობახიძე: ირაკლი შოთაძე ძალიან მონდომებულია, რომ პროკურატურაში რეფორმები გაგრძელდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, ირაკლი შოთაძე ძალიან მოტივირებულია,რომ პროკურატურაში რეფორმები გაგრძელდეს.
“ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც პროკურატურა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ძალიან მოტივირებულია, მონდომებულია, რომ პროკურატურაში რეფორმები გაგრძელდეს. მოზიდული იქნას კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამოცანას თავს გაართმევენ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა. საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები