საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა 15-მა მისცა. საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება.
ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.
მანამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარადგინა. საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატიდან ირაკლი შოთაძე შეარჩია. ირაკლი შოთაძემ ფარული კენჭისყრის დროს საპროკურორო საბჭოს 14 წევრიდან 13-ის მხარდაჭერა მიიღო. მთავარი პროკურორის არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები