აჰმედ დავუთოღლუ – თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში რუსეთთან მომავალშიც ითანამშრომლებს

 

თურქეთი განაგრძობს რუსეთთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში. ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
როგორც თურქმა პრემიერმა ბრიტანულ გაზეთ „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, „სუ-24“-ის ჩამოგდება არ იყო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. „თურქეთმა არსებული წესების მიხედვით იმოქმედა საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
პოლიტიკოსის თქმით, ახლა აუცილებელია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. დავუთოღლუს მიაჩნია, რომ ამ მხრივ სიტუაციას ერთობლივი მოქმედებები რადიკალურად შეცვლის. წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო თურქეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ თურქმა პილოტებმა თითქოს არ იცოდნენ, ვისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. პუტინის თქმით, რუსულ თვითმფრინავებზე არის ამომცნობი ნიშნები და მათი ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები