ირაკლი შოთაძე: ვისაც რეალურად აინტერესებდა დღეს პასუხების მიღება, ყველა კითხვას გავეცი პასუხი

“ვისაც რეალურად აინტერესებდა დღეს პასუხების მიღება, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი”, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.
“ვისაც რეალურად აინტერესებდა დღეს პასუხების მიღება, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი. მნიშვნელოვანია პროკურატურის პარლამენტთან ურთიერთობა. ვინაიდან მომავალ პროკურორს აირჩევს პარლამენტი, შესაბამისად, გაძლიერდება ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. მე ბევრი ვისაუბრე დღეს იმაზე, თუ რა მხრივ საჭიროებს პროკურატურა რეფორმას. ამ მიმართულებით ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
პარლამენტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე კენჭი, სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა უყაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები