თამარ ბერუჩაშვილმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, ბერუჩაშვილი ნამდვილად არის წარდგენილი აღნიშნულ თანამდებობაზე.
თამარ ბერუჩაშვილი 2013 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ამჟამად, დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძეა. შეგახსენებთ, რომ მისი უფლებამოსილების ვადა იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები