„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრა გაიმართა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა.
მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა მიმართეს. კვირიკაშვილმა მონაწილეებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გდაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მოხარულია მეორედ უმასპინძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეები განიხილავენ რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობას და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად თანამშრომლობის გაღრმავებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-6 მინისტერიალს ასევე ესწრებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდივის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი და უკრაინის დელეგაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები