ირაკლი შოთაძის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატებისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატს შორის დავის თემა ე.წ. ნავთლუღის სპეცოერაციის საქმის ერთადერთი მოწმის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტი და უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის შემოხევის გამო პარტიის აქტივისტების დაკავება გახდა.
საკითხის განხილვისას ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ იგი საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მათ მისი მოსმენა არ უნდათ.
უმცირესობის დეპუტატებმა შოთაძე სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულეს. ნუგზარ წიკლაურმა შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას შოთაძის მისამართით განაცხადა, რომ “არ შეიძლება 10 წუთის დაწყებული იყოს სხდომა და ადამიანმა ორ ტყუილში გამოგიჭიროთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები