კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია სენაკის მუნიციპალიტეტში გახსნეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია სენაკის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას. დღეს ვიმყოფებით სენაკის მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, უამრავი წერილი შემოდიოდა რეგიონებიდან, სადაც ჩვენი მხარდამჭერები მოგვმართავდნენ კითხვით, როდის გაიმართებოდა საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე და, ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები