„ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია ტერორისტებთან კავშირში ყველა ეჭვმიტანილის დაკავება“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშნელოვანია ტერორისტებთან კავშირში ყველა ეჭვმიტანილის დაკავება.
„ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის ეჭვმიტანილი ტერორისტებთან თანამშრომლობაში, უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, ამაში ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.