19 ნოემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 19 ნოემბერს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის, მედეა ჩახავას, გიორგი გეგეჩკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, კვირიკაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები