გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები პროგრამის „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ პრეზენტაციას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პროგრამის – „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა და რეწვის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნული პროგრამა თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა და მისი მიზანი ხალხური რეწვის დარგში მოქმედი მეწარმეების გადაიარაღებაა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
პრეზენტაციაზე თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის დეტალები გააცნეს.
პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს დეპუტატები ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უცხოური დონორი ორგანიზაციების, დარგის წარმომადგენლები და პოტენციური ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები