ალი გასანოვმა წიგნის პრეზენტაციისთვის თბილისი აირჩია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილებისა და პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელის ალი გასანოვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ალი გასანოვის საავტორო წიგნი „გეოპოლიტიკა“ დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. პრეზენტაციას საქართველოში აზერბაიჯანული კონგრესის პრეზიდენტი ალი ბაბაევი და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც „კვირას“ ალი ბაბაევმა განუცხადა, წიგნი „გეოპოლიტიკა“ ძალიან მნიშვნელოვან და ვრცელ ინფორმაციას მოიცავს მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. მისი თქმით, წიგნში გადმოცემული გეპოლიტიკა საყურადღებოა როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე ქვეყნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები