გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.
მხარეებმა შეხვედრისას ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მხრიდან მეტი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ევროპის სავაჭრო პალატების საპრეზიდენტო ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების საკითხზე.
ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტმა რიჩარდ ვებერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების შესახებ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის თაობაზე.