თბილისის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს

თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ “კვირას” თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები – „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „ავლაბარი“და „სამგორი“ დროებით დაიხურა.
მიზეზი მეტროსადგურ „300 არაგველზე“ მატარებლის ავტოგადასაბმელი მოწყობილობის დაზიანება გახდა.
“300 არაგველზე“ მატარებლის ავტოგადასაბმელი მოწყობილობა დაზიანდა. მოძრაობა არის მხოლოდ „ვაგზლის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“. მატარებელი ვაგზლიდან ახმეტელამდე გადაადგილდება. რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარში და სამგორში ვერ გადაადგილდებიან. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ხარვეზი დაახლოებით ორ საათში აღმოიფხვრება“,- განუცხადეს „კვირას“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები