ირაკლი ღარიბაშვილი ლაიმდოტა სტრაუიუმას ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიელ კოლეგას ლაიმდოტა სტრაუიუმას ეროვნულ დღესასწაულს, ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს ულოცავს.
„წელს ლატვიას უკვე ორჯერ ვეწვიე. თქვენთან და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან პროდუქტიული ორმხრივი შეხვედრების გარდა, მე მქონდა შესაძლებლობა, თავად მენახა ლატვიის დაუღალავი შრომის შედეგი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში დასახული მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. თქვენი აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.