ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი: ნებისმიერი საზოგადოებისთვის ტერორიზმი საფრთხეს წარმოადგენს
საფრანგეთის პოლიციამ ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ბინა აღმოაჩინა. ეს იბრაჰიმ აბდესლამია, რომელიც პარიზში განხორციელებულ შეტევებში მონაწილეობდა. მან თავი ვოლტერის ბულვარზე აიფეთქა. გაზეთ Le Figaro-ს ინფორმაციით, ბინა, რომელსაც ტერორისტი ქირაობდა, სენ-დენის დეპარტამენტის ქალაქ ბობინიში მდებარეობს. პოლიციამ იქ მოსასმენი მოწყობილობები და ტელეფონები აღმოაჩინა.
გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები იქ შეტევების მოწყობამდე იკრიბებოდნენ. მანამდე ფრანგულმა რადიოსადგურმა RTL-მა პარიზში მომხდარი ტერორისტული შეტევების სავარაუდო ორგანიზატორი და სპონსორი დაასახელა. ეს ბელგიის 27 წლის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც წარმოშობით მაროკოდან არის.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად საერთო ჯამში 129 ადამიანი დაიღუპა.